სამართალი

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს განიხილავენ

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მონაწილეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ და ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, დაკავების საკითხს განიხილავენ. 

მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე საქართველო, რუსეთი და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო თანამეგობრობის თანამონაწილეობით შეხვდებიან.

“პირველი სამუშაო ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის ძალის არ გამოყენების სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტის ხელმოწერას რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც იქნება დასმული ამ საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ეს არის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი,” – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ჰყავთ დაკავებული. იგი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni