კრიმინალი

საფრანგეთის ციხეში მყოფი ზუგდიდელი ნიკა ქირია წუხელ გარდაცვლილი იპოვეს

საფრანგეთის ქალაქ ტულუზას ერთერთი გარეუბანის ფოქსის ციხეში მყოფი ზუგდიდის მკვიდრი 30 წლის ნიკა ქირია წუხელ გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის დედამ ფატიმა ლაგვილავამ განაცხადა, ოჯახს წუხელ ღამის სამ საათზე დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ უამბეს.

,, საფრანგეთში სამუშაოდ წავიდა რომ ოჯახი ერჩინა. ხუთი თვე რაც ციხეშია, მალე გამოდიოდა ციხიდან.წუხელ დაგვირეკეს და გვითხრეს რომ თავი ჩამოუხრჩვია. სხვა დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია.ვითდოვთ დახმარებას, რათა ცხედრის ჩამოსვენებაში ხელოსუფლება დაგვეხმაროს და მიცვალებულის დატირების საშუალება გვქონდეს,”- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

Facebook Comments