პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ადგილობრივმა დეპუტატებმა თავმჯდომარის ერთ ერთი მოადგილე ირაკლი შენგელია დაასახელეს.

შენგელია მოვალეობას მანამდე შეასრულებს, ვიდრე საკრებულო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელება ყველა დეპუტატს შეუძლია. დეპუტატებმა ახალი თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცონ.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნიკა ლატარია თანამდებობიდან გადადგა, თუმცა, მას დეპუტატის მანდატზე უარი არ უთქვამს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni