საზოგადოება

ხელისუფლების მხარდამჭერმა მოძრაობამ “შევინარჩუნოთ სიცოცხლე” პარლამენტთან კარავი დადგა

“ქართული ოცნების” მხარდამჭერმა მოძრაობამ “შევინარჩუნოთ სიცოცხლე” პარლამენთან ოპოზიციის საწინააღმდეგო კარავი დადგა.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა შაკო კუჭაშვილმა განაცხადა, ისინი ოპოზიციას მოუწოდებენ, “დესტრუქციული ქმედებები შეწყვიტონ.”

კუჭაშვილის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრი საზოგადოების უმრავლესობის სახელით საუბრობრობს, რაც, მისი შეფასებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

“რუსთაველის გამზირი არ არის ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის საკუთრება, ის ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ოპოზიციას მოვუწოდებ, შეწყვიტოს დესტუქციული ქმედებები და ქვეყანას მისცენ სტაბილური განვითარების საშუალება,” – განუცხადა კუჭაშვილმა “რუსთავი 2”-ს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni