ბათუმის რკინიგზის სადგურის დარბაზში ინდუსების ხუთკაციანმა ჯგუფმა, იატაკზე ისადილა და ნაგავი იქვე დატოვა

“ცუდი ის არის, რომ სეირის მაყურებელი ბევრი აღმოჩნდა ამ ამბავში და გვერდში მდგომი არავინ. ასე დამემართა, როდესც ბათუმის რკინიგზის სადგურში, დარბაზში ინდუსების 5 კაციანმა ჯგუფმა, იატაკზე ისადილა, გაშლილ ქაღალდებზე დატოვეს უამრავი საჭმელის ნარჩენი, ამასობაში მატარებელი ჩამოდგა და ხალხიც გასასვლელისაკენ დაიძრა, ინდუსები წამოიშალენ და  კარისაკენ დაიძრენ, უკან დავედევნე და მკაცრად მოვთხოვე ნაგვის აღება, იმათ სიცილი დაიწყეს და უტიფრად მიმტკიცებნდენ, რომ მათი არ იყო ეს ნაგავი. ამას უყურებდა მთელი მოსაცდელის მგზვრები და არავინ გამომექომაგა, ბოლოს პოლიციას ვეძახდი, მოვიდა სადგურის მორიგე, ამასობაში ხუთივე მატარებელში შევიდა, მორიგეს სანამ ვუხსნიდი, და გავაგებინე, რომელმაც არაფერი მოიმოქმედა, მატარებლის გასვლა გამოაცხადა, დავრჩი ასე შეურაცხოფილი, ჩემივე ქვეყანაში, სხვის მიტოვებულ ნაგავთან ერთდ, ისე გავმწარდი, ტვინი ამომიტრიალდა, მოვხიკე მთდლი ნარჩენები და პირდაპირ შევუვარდი ვაგონში, გამცილებელი მომდევდა, მაგრამ ვერ დამაკავა, იქვე ის სხდნენ ხუთივე და ეს ნაგავი კალთაში ჩავუყარე, თანაც ბოლი ხმაზე ვუკიოდი, რომ თქვენი ნგავი , თქვენ ქვეყანაში წაიღეთ, აქ არავის გვჭირდებამეთქი და მთელი სისწრაფით გამოვარდი გარეთ. კარიც დაიხურა და მატარებელიც გავიდა. მთელი დღე ხელები მიკანკალებდა ნერვიულობით და ვფიქრობდი, მაინც, ხომ არ შევარჩინე, მაგრამ ეს ჩემი ხალხი, ასე რამ დაამუნჯა , რომ ამხელა კაცები მიყურებდნენ და არავინ ერთი სიტყვა არ შემაწიამეთქი” – წერს ნანა ნიორაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული