ბიჭი, ვისაც ნატო გელაშვილმა “ჩემო ცისფერთვალება” -კომპოზიტორის ვაჟია, რომელიც “მხოლოდ ქართულის” კონკურსანტია

პრო­ექ­ტი „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ 3, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბით ეთერს უკვე და­უბ­რუნ­და. 16 დე­კემ­ბერს პირ­ვე­ლი ლა­ივ­კონ­ცერ­ტია. ათი კონ­კურ­სან­ტი მზად არის „ბრძო­ლას“ შე­უდ­გეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, წინ სა­ინ­ტე­რე­სო ლა­ი­ვე­ბი გვე­ლო­დე­ბა.

AMBEBI.GE ეც­დე­ბა, კონ­კურ­სან­ტე­ბი ახ­ლოს გა­გაც­ნოთ. ამ­ჯე­რად ჩვე­ნი სტუ­მა­რი ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, 20 წლის ლუკა ჭო­ხო­ნე­ლი­ძეა, რო­მე­ლიც შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სზე ჟი­უ­რის მო­ე­წო­ნა და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლა­დაც მი­ი­ღო შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის საგ­ზუ­რი.

ლუკა, რო­გორც პრო­ექ­ტის ერ­თგულ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა იცის, კომ­პო­ზი­ტორ ნატო გე­ლაშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ვა­ჟია. მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი რომ ბავ­შვო­ბი­დან სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი­დან მოს­დევს, ამას უკვე ყვე­ლა მიხ­ვდა. გარ­და იმი­სა, რომ მღე­რის, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს, მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტია. „სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ კი­დეც, უფრო სწო­რად ერთ-ერთ სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო­ში ჩემი პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ­დი, ახლა პრო­ექ­ტის გამო ეს სტა­ტუ­სი შე­ვა­ჩე­რე, თუმ­ცა ჯერ და­წყე­ბით ეტაპ­ზე ვი­ყა­ვი… მოკ­ლედ, ვნა­ხოთ, შემ­დეგ რაც იქ­ნე­ბა, ამას სი­ტუ­ა­ცია გვაჩ­ვე­ნებს“.

– მუ­სი­კა ძა­ლი­ან გიყ­ვარს და შენ­თვის ის ბავ­შვო­ბი­დან ახ­ლო­ბე­ლია, სა­მარ­თლის გან­ხრით სწავ­ლა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

– მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუ­სი­კა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა რა სირ­თუ­ლე­ე­ბით არის სავ­სე. ამი­ტომ ადა­მი­ანს მუ­სი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვფიქ­რობ, რომ სხვა პრო­ფე­სი­აც გჭირ­დე­ბა. თო­რემ მხო­ლოდ მუ­სი­კა­ში ყოფ­ნას რა სჯო­ბია?! მოკ­ლედ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბი­დან არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი, რად­გა­ნაც გარ­და მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა, სა­ჭი­როა, რა­ღაც ხელ­ჩა­სა­ჭი­დი პრო­ფე­სია გქონ­დეს, რო­მე­ლიც ჩა­ვარ­დნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­გად­გე­ბა, შე­გეშ­ვე­ლე­ბა…

– მუ­სი­კოს დე­დას, ნატო გე­ლაშ­ვილ­საც მო­ე­წო­ნა შენი არ­ჩე­ვა­ნი?

– დე­და­მაც მხა­რი და­მი­ჭი­რა. ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის დროს ყო­ველ­თვის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მშობ­ლე­ბის აზრი და ერთ-ერთი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მაგ კუ­თხით დე­და­ჩე­მი იყო.

– თუმ­ცა „მხო­ლოდ ქარ­თულ­ში“ რომ გა­და­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ეს არ სცოდ­ნია…

– კი, არ იცო­და და მე და ჩემ­მა ძმამ სი­ურპრი­ზად გა­ვუ­კე­თეთ. როცა უკვე გა­ი­გო, გვი­ა­ნი იყო, სხვა გზა აღარ ჰქონ­და და რა თქმა უნდა, და­დე­ბი­თად შეხ­ვდა ჩემს ამ სურ­ვილს.

– რა ასაკ­ში და­ი­წყე სიმ­ღე­რა, დედა გას­წავ­ლი­და მუ­სი­კას?

– დე­და­ჩე­მი მი­ნი­მა­ლუ­რად ერე­ო­და ჩემი და ჩემი ძმის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მუ­სი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რაც გვინ­დო­და და რა ინ­ტე­რე­სე­ბიც გვქონ­და, იქით­კენ მი­ვილ­ტვო­დით. ამი­ტომ, დე­დას სურ­ვი­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა, გინ­და თუ არა, მუ­სი­კას გავ­ყო­ლო­დით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვო­ბი­დან ორი­ვეს სმე­ნაც კარ­გი გვქონ­და და ხმაც, არც სხვა ამის­თვის სა­ჭი­რო უნა­რებს ვუ­ჩი­ო­დით.

გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი, როცა მე და ჩემი ძმა უცხო­უ­რი მუ­სი­კი­დან ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის­კენ გა­და­ვი­ხა­რეთ, სა­დღაც 8 წლის წინ იყო… 12 წლამ­დე 60-70-იანი წლე­ბის უცხო­უ­რი რო­კბენ­დე­ბის მსმე­ნე­ლე­ბი ვი­ყა­ვით – ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და. ერთხე­ლაც, დე­და­ჩე­მის კონ­ცერ­ტი იყო ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში, რის­თვი­საც რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ჩვენს სახ­ლში იმარ­თე­ბო­და, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი მო­დი­ოდ­ნენ, რე­პე­ტი­ცი­ას გა­დი­ოდ­ნენ. იმ ყვე­ლა­ფერს რომ ვუ­ყუ­რებ­დით, ვუს­მენ­დით, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რით რა­ღაც თით­ქოს სხვა­ნა­ი­რად და­ვინ­ტე­რეს­დით. მა­ნამ­დე ამ მუ­სი­კას­თან ასე ახ­ლოს არ ვყო­ფილ­ვართ. მომ­ღერ­ლე­ბის სა­ო­ცა­რი შეს­რუ­ლე­ბის მოწ­მე­ე­ბი გავ­ხდით, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ ქარ­თუ­ლი ხმე­ბის კვარ­ტეტს, რომ­ლე­ბიც ამ კონ­ცერ­ტზე ნატო გე­ლაშვლის სიმ­ღე­რას – „თეთ­რი კლა­ვი­შე­ბი“ მღე­როდ­ნენ. მოკ­ლედ, იმ ყვე­ლა­ფერ­მა გარ­და­ტე­ხა მო­ახ­დი­ნა და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რი­კენ შე­მოვ­ბრუნ­დით და არა მარ­ტო დე­დის მუ­სი­კით ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დით, მთლი­ა­ნად ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბით.

– გი­ტა­რა­ზე და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზეც უკ­რავ. ესეც შე­ნით გაქვს ნას­წავ­ლი?

– კი, ვუკ­რავ სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე. ორი­ვე ინ­სტრუ­მენტზე დაკ­ვრა ჩე­მით ვის­წავ­ლე და ვუკ­რავ იმის­თვის და ისე, რაც ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის ფარ­გლებ­ში მჭირ­დე­ბა. მგო­ნი, ვა­ხერ­ხებ… ქა­ლა­ქურ სიმ­ღე­რებს, რაც მიყ­ვარს, გი­ტა­რა უხ­დე­ბა.

– დედა ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რია. ეს რას ნიშ­ნავს შენ­თვის?

– სა­სი­ხა­რუ­ლოა, მაგ­რამ რაც უნდა მა­გა­რი გახ­დე, რაც უნდა სა­ხე­ლი მო­იხ­ვე­ჭო, იმ­დე­ნად დი­დია მისი სა­ხე­ლიც და შე­მოქ­მე­დე­ბაც, რომ ნატო გე­ლაშ­ვი­ლი ყველ­გან სულ თან გა­მომ­ყვე­ბა. მისი ჩრდი­ლის და კალ­თის ქვეშ ვიქ­ნე­ბი ალ­ბათ მუდ­მი­ვად…

– ე.ი. შენ ის ლუკა ხარ, რო­მელ­საც ნატო გე­ლაშ­ვილ­მა მისი ცნო­ბი­ლი და ხალ­ხის­თვის საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა „ჩემო ცის­ფერ­თვა­ლე­ბა“ მი­უ­ძღვა­ნა?

– კი, ასეა… მე მო­მი­ძღვნა… ნა­ტოს სიმ­ღე­რე­ბი­დან, არა იმი­ტომ რომ დე­და­ჩე­მია, სუ­ბი­ექ­ტუ­რად ვუდ­გე­ბი, ძა­ლი­ან ბევ­რი სიმ­ღე­რა მიყ­ვარს, მის შე­მოქ­მე­დე­ბას სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ვიც­ნობ, ბევ­რი ისე­თია, რო­მე­ლიც მა­სობ­რი­ვად არ არის ცნო­ბი­ლი, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბია. მოკ­ლედ, მისი იმ­დე­ნად ბევ­რი სიმ­ღე­რა მიყ­ვარს, რომ ვერც კი გა­მოვ­ყოფ, მაგ­რამ ამა­საც სულ ვამ­ბობ, რომ ერთ-ერთი „მე მზეს ვა­ტან“, ან „შე­მოდ­გო­ბა დგე­ბა“ (ორი სა­ხე­ლი აქვს) გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს.

– “მხო­ლოდ ქარ­თულ­ში” რა­ტომ მოხ­ვე­დი და რა გეგ­მე­ბი გაქვს? რო­გორ წარ­მო­იდ­გენ შენს თავს ამ პრო­ექ­ტში?

– აქ მოს­ვლის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისიც არის, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­მა, მე­გობ­რებ­მა ჩე­მით ია­მა­ყონ. რა ეტა­პამ­დე მი­ვალ პრო­ექ­ტში, ამას ხომ მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს? ათე­ულ­ში მოხ­ვედ­რაც ერთ-ერთ მიღ­წე­ვად მი­მაჩ­ნია და ეს არის ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, მეტ წინსვლას არა­ვინ უარ­ყოფს, ეს ყვე­ლას უნდა, ამა­ზე უარს ვინ იტყვის?

აქ მოს­ვლის კი­დევ ერთი მი­ზე­ზი ისიც არის, რომ მინ­დო­და, ჩემი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­მეხ­დი­ნა, ბა­რი­ე­რე­ბი და­მეძ­ლია. საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ათე­უ­ლია, გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, არა­ვინ არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბი არ არის და უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვინ რო­გორ მო­ერ­გე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ას, ფეხს რო­გორ აუ­წყობს, რო­გორ დად­გე­ბა სხვა­დას­ხვა გა­მოწ­ვე­ვის პი­რის­პირ. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, უკვე იმ­დე­ნად დავ­მე­გობ­რდით, რომ ყვე­ლას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ.

– რისი თქმა გინ­და „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ სცე­ნი­დან აუ­დი­ტო­რი­ის­თვის?

– მინ­და, ვუ­თხრა და ხმა მი­ვა­წდი­ნო ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის, შე­საძ­ლებ­ლო­ბის, სქე­სის ადა­მი­ანს, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა არ არის და­სა­კარ­გი. გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბი უნდა და­უბ­რუნ­დნენ ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას, იმას, რი­თაც ქარ­თუ­ლი ესტრა­და საკ­მა­ოდ მდი­და­რია. მოკ­ლედ, ამ საქ­მე­ში წვლი­ლი მეც მინ­და შე­ვი­ტა­ნო!

წყარო:ambebi.ge

Facebook Comments

ახალი დადებული