ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს 16:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმი გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 

მას შემდეგ რაც ექიმმა საკუთარ ქვეყანაში საზღვრების არსებობა არ აღიარა, მას ცხინვალის რეჟიმმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე რჩება ცხინვალის იზოლატორში. 

აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე.

Facebook Comments

ახალი დადებული