მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლდა

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლდა. ეს გადაწყვეტილება მას ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გააცნო.

სასულიერო პირის თქმით, მას მხოლოდ ის განუმარტეს, რომ ეპარქიაში მღვდელმსახურება შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო შეუწყვიტეს. მეუფე გრიგოლთან შეხვედრის შემდეგ ანდრია სარიას საკითხი სამღვდელმთავრო კომისიაში განიხილეს და პირველი გაფრთხილება მისცეს.

მღვდელმონაზონი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და კომისიისგან ოქმს ელოდება, ასევე ელოდება პატრიარქის პასუხს, თუ სად გამწესდება მღვდელმსახურად.

რამდენიმე დღის წინ ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, 5 მაშინდელი მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს.

Facebook Comments

ახალი დადებული