თბილისის „დინამო“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული, თბილისის „დინამო” დროებით მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

ჩისკო მუნიოსისა და ფელის ვისენტეს ესპანურ დუეტს კლუბთან კონტრაქტი 1 დეკემბერს ამოეწურა და მის გახანგრძლივებაზე მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ.

როგორც კლუბის პრესსამსახური აცხადებს, მოლაპარაკებები ჩისკოს გარდა, კახა ჩხეტიანთან და კიდევ რამდენიმე სხვა მწვრთნელთან მიმდინარეობს. ჩხეტიანი ბოლო წლებია ქუთაისის „ტორპედოს“ ამზადებს და კლუბი ყველაზე რთულ ფინანსურ ვითარებაშიც არ მიატოვა.

თბილისის „დინამომ“ ეროვნული ლიგა 75 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და სამწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი მეჩვიდმეტედ გახდა.

Facebook Comments

ახალი დადებული