სოციალური ქსელები და მედია

reuters-ის ქართველი ჟურნალისტი, რომელმაც „ნაცმოძრაობის“ აქციაზე 20 000 კაცი დათვალა, დღევანდელ აქციაზე არაფრის დაწერას არ აპირებს

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ნამდვილად არ ვაპირებ დაწერას. არანაირი ნიუსი, რომელიც მსოფლიოსთვის საინტერესოა, დღეს არ მომხდარა,-ასე გამოეხმაურა „როიტერის“ ქართველი კორესპოდენტი მარგარიტა ანთიძე  ექსპერტ ირაკლი გოგავას ფეისბუქ-სტატუსს.

„Irakli Gogava, მე მახსენეთ და გადავწყვიტე, რომ საჯაროდ ჩემ კედელზე გიპასუხოთ, განმარტება გავაკეთო. პოლემიკას ნამდვილად არ ვაპირებ. დიახ, ჩვენ ზუსტად ამ ფორმულას ვიყენებთ, როცა მიტინგებზე ხალხის რაოდენობას ვითვლით. პარლამენტის წინ (შენობის კედლიდან კედლამდე) ზემჭიდრო მიტინგზე 15,000 დე ეტევა. იმ აქციაზე უფრო მეტიც იყო პიკში, თუმცა მალე რაოდენობა შემცირდა, რაც დამახასიათებელია ამ აქციებისთვის. ხალხი მოდის და მალე მიდის. ადრე ასე არ იყო. მიზეზებზე აქ არ ვისაუბრებ. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ნამდვილად არ ვაპირებ დაწერას. არანაირი ნიუსი, რომელიც მსოფლიოსთვის საინტერესოა, დღეს არ მომხდარა. გისურვებთ წარმატებას“,-წერს მარგარიტა ანთიძე.

ირაკლი გოგავამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე კითხვა დასვა: საინტერესოა, რას გადასცემს ან საერთოდ თუ გადასცემს ქ-ნ Margarita Antidze დღევანდელ აქციას.

„თავისუფლების მოედანი და მიმდებარე გზაჯვარედინები დაახლოებით 23,700 კვადრატული მეტრია. კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორ “ჰერბერტ ჯაკობსის ფორმულით” ითვლება, რომ მეჩხერ მიტინგზე 1კვ.მ-ზე 1 კაცი დგება, მჭიდრო მიტინგზე 2 კაცი, ზემჭიდრო მიტინგზე, 3-4 კაცი. პრაქტიკა გვაჩვენებს, პოლიტიკური გემოვნების საქმეა, თუ ვის როგორი მოეჩვენება ესა თუ ის აქცია: მეჩხერი, მჭიდრო თუ ზემჭიდრო. მაგალითისთვის: reuter-ის ქართველ კორესპონდენტს Margarita Antidze -ს ნაციონალების წინა აქცია ზემჭიდროდ მოეჩვენა და გადასცა ინფორმაცია, რომ 20,000 ადამიანი ესწრებოდა ნაცვლად 5500-ისა. საინტერესოა, რას გადასცემს ან საერთოდ თუ გადასცემს ქ-ნ Margarita Antidze დღევანდელ აქციას. “ოცნების” ფანი არ ვარ, მაგრამ ჭეშმარიტების ფანი ნამდვილად ვარ.“-დაწერა გეგოავამ.

Facebook Comments