პოლიტიკა

გაიყვანეთ, ან დაბრძანდით, არავის ეშინია თქვენი ეპატაჟების

გაიყვანეთ, დაბრძანდით, ან დატოვეთ სხდომა, თქვენი ეპატაჟების აქ არავის ეშინია,-ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავას მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი პარლამენტის თავმჯდომარეს თავზე დაადგა.

ოპოზიციონერი დეპუტატები ბიუროს ოთახში ითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ არ ეძლევათ მათ საშუალება პატიმრების მონახულების.

„ეს პარლამენტი კი არა, მონათა ბაზარია, იმიტომ არ შემოვდივართ და ბოიკოტის რეჟიმში ვართ, რომ ღირსად არ გთვლით. ქალბატონი სოფიო 6 თვე რატომ არ დაინტერესდა პოლიტპატიმრების ბედით? აქ ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ შეგვიშვათ ციხეში, არსად არ დავბრძანდები და სხდომასაც არ დავტოვებ“,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

Facebook Comments