მეტროს მატარებლის ლიანდაგებში მამაკაცი ჩავარდა

მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნის“ მეორე ხაზზე დღეს, 16 დეკემბერს, მატარებლის ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მამაკაცს ტვირთი ჰქონდა, არ დაიცვა მოძრაობის სათანადო წესები და ლიანდაგებში ვაგონიდან გამოსვლის შემდეგ შემთხვევით გადავარდა.

მამაკაცი ლიანდაგებიდან მეტროსადგურის ტექნიკურმა პერსონალმა ამოიყვანა. იგი არ დაშავებულა, არ დასჭირვებია არც სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

Facebook Comments

ახალი დადებული