ყაველაშვილი სერგო რატიანს და თინა ბოკუჩავას – ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ იქ სუნი არ დააყენოთ

ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ იქ სუნი არ დააყენოთ, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სერგო რატიანსა და თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომაზე.

სერგო რატიანი 20 ივნისს დაკავებული პირების მონახულებას ითხოვდა.

„ძალიან სერიოზულ საკითხზე შემოვედით, აწამებთ ადამიანებს, ნაწამები არიან ადამიანები,“ – აღნიშნა რატიანმა.

რის შემდეგაც ყაველაშვილმა მათ პარლამენტში გასულ კვირას გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ რამდენიმე პირის შეუძლოდ გახდომა შეახსენა.

„ჩვენ კარგი, არ გადარდებთ, მაგრამ პარლამენტის თანამშრომლები არ გადარდებდათ? არ გეცოდებოდათ? თქვე უსირცხვილოებო მართლა, ვინ ხართ, რა ჯიის ხართ“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული