ლენი კრავიცი თბილისში კონცერტს გამართავს

ცნობილი ამერიკელი მომღერალი ლენი კრავიცი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოში კონცერტს გამართავს. ის მსმენელების წინაშე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 31 მაისს წარდგება.

კონცერტის ორგანიზატორების თქმით, კრავიცი შეასრულებს სიმღერებს როგორც ბოლო ალბომიდან, ასევე მსოფლიო ჰიტებს 30-წლიანი მუსიკალური კარიერიდან.

ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება.

Facebook Comments

ახალი დადებული