სოციალური ქსელები და მედია

ტროლოკრატია და ბოტიზმი ნაცმოძრაობის დაწყებულია და „თბილისის ფორუმი“ ამის თვალსაჩინო მაგალითია

მე პირადად, ფეისბუქზე ოცამდე ტროლი მყავს დაბლოკილი, ოღონდ ესენი იყვნენ უზრდელი ტროლები მე კედელი ღია მაქვს და ჩემთვის მნიშვნელოვანია, როდესაც შემოდიან ნაციონალები, რადგან მათი კომენტარები საშუალებას მაძლევს, გარკვეული ანალიზის გაკეთების,-ამის შესახებ ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „არენა“ ფეისბუქტროლებსა და ბოტებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მომხრეები, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურობენ, დირექტივებს იღებენ და მათ კომენტარებში გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტები ადვილად იკითხება

„მათი კომენტარებით კარგად ჩანს რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, რამ გააღიაზიანათ, ეს მაძლევს საშუალებას, გარკვეული ანალიზი გავაკეთო. რაც შეეხება ტროლოკრატიას და ბოტიზმს, ეს არის ნაციონალური მოძრაობის დაწყებული. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია თბილისის ფორუმი, სადაც ძალიან აქტიური დებატები მიდიოდა, მე არ ვიყავი მისი მომხმარებელი, მაგრამ იყო ჩემი მეგობარი. თბილისის ფორუმზე თავისი სახელით და გვარით არავინ არ იღებდა მონაწილეობას, იყო უამრავი ნაციონალი და როგორც 2012 წელს გაირკვა, ძირითადად- შს სამინისტროს თანამშრომლები და თქვენ წარმოიდგინეთ, გარემოს დაცვის სამინისტროს ძალიან ბევრი თანამშრომელი. მათ აყავდათ სხავადასხვა სტრუქტურებში ხალხი, რომლებიც ამ ფორუმზე წერდნენ და იყვნენ ტროლების სახით შემოჭრილები, 500 კაცამდე ყავდა ვანო მერაბიშვილს ამ სამსახურში დაკავებული. მათ გასამრჯელოს უხდიდნენ, ისინი იყვნენ პროფესიონალები, ფლობდნენ გარკვეულ თემებს და იცოდნენ ოპონირება როგორ გაეწიათ. ნაციონალურმა მოძრაობამ ეს სამსახურები იმდენად კარგად ამუშავა, მათთვის წარმოუდგენელია, რომ „ქართულ ოცნებას“ ანალოგი არ ჰყოლოდა“,-განაცხადა ხათუნა ხოფერიამ. 

მისივე თქმით, ჯგუფები და ექაუნთები, რომელიც ცოტა ხნის წინ ფეისბუქმა დაბლოკა, ბევრისთვის სრულიად უცნობი იყო. 

„მათგან ერთადერთი, უკრაინოლოგის გვერდი ვიცოდი, დანარჩენი აბსოლუტურად უცნობები არიან, ამიტომ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ რაოდენობის გასაზრდელად თვითონ მათი შექმნილი ექაუნთებია. აგვისტოს შემდეგ იქმნებოდა დიდი რაოდენობით, რათა ქონოდათ საფუძველი, რომ ეს ბუმი ატეხილიყო“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured