რამიშვილი ინგა გრიგოლიასა და სხვებზე – ეს ჟურნალისტური მაფია ვულგარული და ყოვლად ამაზრზენია

90-იან წლებში გაჩნდა ინგა გრიგოლია და რუსთავი2-ის ჯგუფი, ადამიანები აკადემიური განათლების გარეშე, პერიფერიული ტიპები, რომლებსაც ხელში ჩაუვარდათ პროცესებზე ზემოქმედების ბერკეტი,- ამის შესახებ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა გადაცემაში „ქართული პოლიტიკის დეკონსტრუქცია“ განაცხადა. 

მისივე თქმით, ჟურნალისტების ეს კასტა ვულგარული და ამაზრზენია.

`90-იან წლებში, გაჩნდა ინგა გრიგოლია, რუსთავი2-ის კამანდა. ყველაზე შეიძლება, ვერ ვთქვა, მაგრამ გაჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც აკადემიური განათლება არ ჰქონდათ, პერიფერიული ტიპები, რომლებსაც ხელში ჩაუვარდათ პროცესებზე ზემოქმედების ბერკეტი, მაგალითად, შევარდნაძე რადგან იყო სუსტი, ინგა გრიგოლიას შეეძლო, ეყვირა და იქ რაღაცეები იცვლებოდა, მისდამი რიდი გაჩნდა. მე რომ ჩინოვნიკი ვიყო, ჩემი აჯენდა მექნებოდა და ფეხებზე დავიკიდებდი ნებისმიერ ჟურნალისტს და არანაირი მოწიწება ამ სრულიად უმსგავსო კასტის მიმართ არ მაქვს. ჟურნალირტური მაფია, ვულგარული და ამაზრზენი ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. როდესაც ეს ძალაუფლება დაითრიეს, მიშას დროსაც შერჩათ, თუმცა მიშამ დედა უტირა მათ და ძალიან საშინელი გამოცდის წინაშე დააყენა. მაშინ ბევრი ადამიანი დაადგა კონფორმიზმის გზას და შეუერთდა ამ ნარატივს. მაგრამ დარჩნენ ვიღაცეები, მაგალითად დიანა ტრაპაიძე, რომელიც კარგი გოგოა და არასდროს ყოფილა მიშისტი. მაგრამ რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ ამ მაფიის პროვინციალიზმზე, მათ უტყდებათ, იყვნენ არალიბერალები,  უტყდებათ, იყვნენ პროსახელისუფლოები, ეს მათთვის სტიგმაა, თუმცა ჩემთვის ძალიან გოიმური რაღაცაა. ამიტომ, მთელი ეს ამხედრება ლიბერალური მედიისა „ქართული ოცნების“ მიმართ და ბევრი სხვა დადებითი ტენდენციის წინააღმდეგ, არის სწორედ გოიმობით გამოწვეული. მე ამაში არ ვეძებ რაღაც ფარულ ჩანაფიქრებს, ეს უბრალოდ, არის საყოველთაო, ყოვლისმომცველი გოიმობა“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული