Advertisements
კულინარია

უკრაინაში მოუცლელი ადამიანებისთვის სალათი ოლივიე მოიგონეს

უკრაინის სუპერმარკეტებში სამლიტრიანი ქილები გამოჩნდა, რომელშიც სალათ ოლივიეს ინგრედიენტებია მოთავსებული.

შუშის ქილაში ფენებად არის ჩალაგებული მწვანე მუხუდო, დაჭრილი ძეხვი, კიტრი, სტაფილო და კლასიკური საახალწლო სალათის სხვა შემადგენელი კომპონენტები. მოხმარების წინ საჭიროა, აღნიშნულ ინგრედიენტებს დაემატოს მაიონეზი. 

სოციალური ქსელის მომხმარებლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ეს იდეა ძალიან დაკავებულ ქალს ეკუთვნის, რომელიც გვიანობამდე მუშაობს და დრო არ რჩება სადილის მოსამზადებლად. 

ზოგიერთმა მომხმარებელმა კი, ყურადღება მიაქცია სალათის კომპონენტების ზედმეტად მსხვილ ზომებს. მათი თქმით, ის არც კოვზზე დაეტევა და ვერც პირში შეეტევა. 

Facebook Comments
Advertisements