უცხოური მედია

ერაყის პარლამენტმა ქვეყნის ტერიტორიიდან უცხოელი სამხედროების გაყვანას მხარი დაუჭირა

Nusagi

ერაყის პარლამენტმა ქვეყნის ტერიტორიიდან უცხოელი სამხედროების გაყვანას მხარი დაუჭირა. შესაბამისი რეზოლუცია ერაყის პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ამის შესახებ Al Arabiya იუწყება.

საგანგებო სხდომაზე ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდელ მაჰდიმ მოუწოდა , გადახედონ ყველა შეთანხმებას, რომელიც ერაყში უცხოელი სამხედროების ყოფნას არეგულირებს. ​მისი თქმით, უცხოელმა სამხედროებმა ერაყი რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ.

რეზოლუცია მთავრობას ავალდებულებს, „რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის სამხედროების ყოფნას ბოლო მოუღოს და საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციასთან უსაფრთხოების ფარგლებში ყველანაირი შეთანხმება გააუქმოს. 

რეზოლუციის ძირითადი მიზანია, აიძულოს აშშ, გაიყვანოს ერაყიდან 5 ათასამდე ამერიკელი სამხედრო, რომლებიც ამჟამად ერაყის სხვადასხვა ნაწილში იმყოფებიან. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,368 ნახვა
%d bloggers like this: