კენიის ოლქ ლამუში ალ-ქაედასთან დაკავშირებული დაჯგუფება „ალ-შაბაბი“ თავს დაესხა სამხედრო ბაზას, სადაც კენიელ სამხედროებთან ერთად ამერიკელი ჯარისკაცებიც იმყოფებიან. ინფორმაციას „ალ-ჯაზირა “ ავრცელებს.
კენიის თავდაცვის უწყების განცხადებით, „ალ შაბაბის“ მებრძოლებმა სამხედრო ბაზას შეუტიეს, თუმცა სამხედროებმა მათი მოგერიება შეძლეს. ადგილზე ნაპოვნია ოთხი ტერორისტის გვამი.
კენიის პოლიციის განცხადებით, ბაზა საკმაოდ დაცულია, თუმცა ტერორისტებმა მაინც შეძლეს შეღწევა და სამხედრო ტექნიკის განადგურება.
Facebook Comments