პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თუ ლავროვი საქართველოში ჩამოვა, მას დახვდება პროტესტი

Nusagi

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სერგეი ლავროვს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დახვდება მწვავე პროტესტი და მისთვის უსიამოვნო შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.

“მას საქართველოში დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, დახვდება ხელისუფლების პრინციპული პოზიციები, რომ რუსეთმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები,  კონკრეტული დასკვნები და შეფასებები იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები მძიმედ ირღვეოდა”, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვი საქართველოს მიმდინარე წლის მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში შეიძლება ეწვიოს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხევდრას მაისში უმასპინძლებს.

“მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაში ვართ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან და მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება”,- განუცხადეს PIA.GE-ს სამინისტროში. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,800 ნახვა
%d bloggers like this: