ტანზანიაში ჯადოქრობის ბრალდებით 4 ადამიანი მოკლეს და მათი საცხოვრებელი სახლიც გაანადგურეს. ამის შესახებ გამოცემა Xinhua იტყობინება.
შემზარავი ინციდენტი კოგომას რეგიონში მოხდა. მოკლულები, რომელთა შორის ფეხმძიმე ქალიც იყო, ერთი ოჯახის წევრები არიან.
ხელისუფლებამ დამნაშავეების დაკავებისა და გასამართლების პირობა დადო. საქმეს ტანზანიის უშიშროების სამსახური იძიებს.
Facebook Comments