Uncategorized

თბილისის მერი მოსახლეობას შობას ულოცავს

Nusagi

თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას შობას ულოცავს.

“გილოცავთ შობის დღესასწაულს! გილოცავთ სიკეთის დაბადებას!

გილოცავთ ჩვენ გულებში გაჩენილ იმედის სხივს, რომელიც გვავსებს რწმენით და გვაძლევს ძალას, გვჯეროდეს სიყვარულის მარადიულობის!

გილოცავთ ყველას, ვის გულშიც უფალი იშვა.

მინდა, გისურვოთ კეთილდღეობა და მშვიდობა თქვენ ოჯახებში.

მინდა, ვისურვო ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, მეტი სიყვარული ერთმანეთის, მეტი ერთობა და გამთლიანება.შობას გილოცავთ!” – ნათქვამია დედაქალაქის მერის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,205 ნახვა
%d bloggers like this: