უცხოური მედია

ფინეთის პრემიერ-მინისტრს ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღება სურს

Nusagi

ფინეთის პრემიერ-მინისტრს ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღება სურს.

ინფორმაციას „ინდეფენდენთი“ ავრცელებს.

„მჯერა, ხალხი იმსახურებს, რომ მეტი დრო გაატაროს ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან. დაუთმონ მეტი დრო ჰობს და კულტურას,“ – აცხადებს მარინი.

მანამდე ის სამუშაო დღის ხანგრძლივობის ექვს საათამდე შემცირების იდეით გამოვიდა. სარინი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ოთხ დღიანი სამუშაო კვირის შემოღების საკითხი მთავრობაში არ განიხილება და ეს მხოლოდ მისი პირადი ინიციატივაა.

სანნა მარინი მსოფლიოში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაურია. სოციალ-დემოკრატი მარინი ფინეთის პრემიერ-მინისტრად დეკემბერში აირჩიეს.

ის სათავეში უდგას კოალიციურ მთავრობას, რომელიც მწვანეების, მემარცხენეებისა და ცენტრისტებისგან არის დაკომპლექტებული.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,207 ნახვა
%d bloggers like this: