ახალი წლის შემდეგ სტომატოლოგიურ კლინიკებში ტრადიციულად, იმატა პაციენტების რიცხვმა, რომლებსაც კბილები გოზინაყით დაუზიანდათ. სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელი და ექიმი ნინო ქარდავა აცხადებს, რომ ახალი წლის შემდგომი კვირა ამ პრობლემით დატვირთული იყო.
ექიმის თქმით, მკვრივ საკვებთან განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ხელოვნური კბილები და დიდი კონსტრუქციები.
„მაგალითად, მაგარმა გოზინაყმა შეძლება გამოიწვიოს გვირგვინის ან ხიდის დაზიანება. ასე რომ, მკვრივ საკვებთან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო“,-ამბობს ნინო ქარდავა.
Facebook Comments