უცხოური მედია

ბაიდენი: ირანთან კონფლიქტის გამწვავება ტრამპის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს

Nusagi

აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტისა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის დაძაბვა დონალდ ტრამპის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება

ბაიდენის თქმით, გენერალ ყასემ სულეიმანის მოკვლა „უსისტემო“ იყო, ტრამპს კი მსოფლიო ლიდერობა არ შეუძლია.

ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. სამიზნე ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარე ბაზა ,,აინ ალ-ასადი’’ გახდა.

როგორც ირანში განაცხადეს, ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს. ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განცხადება გაავრცელა და აშშ- მოუწოდა, თავი შეიკავოს საპასუხო ნაბიჯებისგან.  

5 იანვარს ირანმა აშშ-ის მიერ გენერალის მოკვლის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს  მოკლეს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,342 ნახვა
%d bloggers like this: