უცხოური მედია

ირანში უკრაინული ბოინგი ჩამოვარდა, დაიღუპა 180 ადამიანი

Nusagi

თეირანის იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე უკრაინული ავიახაზების კუთვნილი ბოინგ- 737 ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის ჩათვლით 180 ადამიანი იმყოფებოდა.

ავიაკატასტროფის მიზეზის წინასწარ ვერსიად თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„საშინელი ამბავია ახლო აღმოსავლეთიდან. დღეს დილით, იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი. ჩვენი საელჩო ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს“,- წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,258 ნახვა
%d bloggers like this: