Uncategorized

კახიანი: როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ე.წ. შავ სიებზე საუბრობს, ამით ისინი კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ თავის სახეს

Nusagi

“როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს ე.წ. შავი სიების შედგენაზე, ამით ისინი კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ თავის სახეს და იმ ძალადობრივ არს, რასაც ეფუძნებოდა მათი ხელისუფლებაში ყოფნა”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ასეთი “შავი სიების” შედგენით, საზოგადოების ორად გახლეჩითა და საზოგადოების ერთი ნაწილისგან მტრის ხატის შექმნით სულდგმულობს.

კახიანმა აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შედგენილი ე.წ. შავი სიები საზოგადოებისთვის მართლაც საშიში იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დღეს კი ამაზე საუბარი არასერიოზულია.

“2012 წლამდე მათ ჰქონდათ შედგენილი “შავი სიები” და მე თუ მკითხავთ, “ახალი შავი” სიების შედგენა ნამდვილად არ სჭირდებათ. სიმართლე გითხრათ, დღეს, როდესაც ამაზე საუბრობენ, არასერიოზულად და სასაცილოთაც კი მეჩვენება. როდესაც ისინი ხელისულფებაში იყვნენ, მაშინ, მართლა საზოგადოებისთვის საშიში იყო იმ „შავი სიების არსებობა”, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერობით შექმნილმა გაერთიანებული ოპოზიციის სპეციალურმა კომისიამ ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა. კომისიის წევრებმა ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,785 ნახვა
%d bloggers like this: