ბიზნესი პოლიტიკა

მე ვიყავი ადეიშვილის შავ სიაში

მცირე და საშუალო ბიზნესის კომისიის ხელმძღვანელი, ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრი მარინა შენგელია სოციალურ ქსელში ეხმაურება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. შავ სიას. 

მისი თქმით, მსგავსი სიები ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა.

„მე ვიყავი ადეიშვილის შავ სიაში, როცა 2009––2010 წლებში ბურჯანაძის პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი და თან მცირე და საშუალო ბიზნესის კომისიის ხელმძღვანელიც…ნეტავ ეხლაც შემიყვანენ ამ შავ სიაში?? თუ ჩააწყობა დამჭირდებაა ან რეკომენდაცია ყოფილი თანამებრძოლების??

ისე რომ იცოდეთ..საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმების შედეგად 2009-2012 წლებში ჩარიცხულ იქნა
140 039 162, 67 ლარი.
მათ შორის:
2009 წელი – 8 040 392. 81 ლარი;
2010 წელი – 42 361 459, 28 ლარი;
2011 წელი – 51 009 723, 78 ლარი;
2012 წელი – 38 627 586, 89 ლარი.
საქართველოს I ინსტანციის სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო შეთანხმებით გამოტანილი განაჩენების ყველაზე დიდი ოდენობა 2010 წელს დაფიქსირდა – კერძოდ სულ 16 641 განაჩენის გამოტანით განხილული სისხლის სამართლის საქმიდან (19956 პირი) საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 13 345 საქმეზე ( 15 867 პირი). 2012 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის განახევრებულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საპროცესო შეთანხმებებით გამოტანილი განაჩენების შემცირება განპირობებულია თავად განხილული საქმეების რაოდენობის მკვეთრი შემცირებით.
რაც შეეხება განაჩენის გამოტანით განხილულ საქმეებში საპროცესო შეთანხმებების პროცენტულ მაჩვენებელს, იგი ყოველწლიურად იზრდება და 2013 წლის 6 თვის მიხედვით ყველაზე დიდი მაჩვენებელი – 91% შეადგინა. 5451 განაჩენის გამოტანით განხილული საქმიდან (6396 პირი) საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 4974 საქმეზე (5812 პირი)“,-წერს მარინა შენგელია.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured