პოლიტიკა

შავი სიის ბინადრები ასობით ათასი ადამიანი ვიყავით

Nusagi

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ოპოზიციის მიერ ე.წ. შავი სიის შედგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ სიის ბინადარი უკვე იყო საქართველოში უამრავი ადამიანი. 

„ჩვენ ვიყავით ამ სიის ბინადრები. ამ სიის ბინადარი იყო 350 ათასი პატიმარი და პრობაციონერი და მივმართავ საქართველოს საზოგადოებას, აღვადგინოთ ეს სია“.-აცხადებს რეჟისორი.

მისივე თქმით, პარალელურად დგება სასულიერო პირთა სია და ამ მოძრაობას სათავეში უდგას პეტრე ცაავა და ბერძენიშვილები.

„მათ გონიათ, ჩვენ არ ვიცით, საიდან მოდის ეს შეკვეთა ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაზე, ყველაზე გამორჩეულად, პატრიარქის დისკრედიტაციაზე. მივმართავ კაპიტან გიგაურს, წადი და კიდევ მიჩივლე, გეუბნები, რომ შენ ხარ გავლენის აგენტი“,-აცხადებს გოგა ხაინდრავა.  

მისივე თქმით, პარადოქსია, რომ ამ ახალი სიის შედგენაში მონაწილეობენ ისინიც, ვინც ადრე თავად იყო ამ სიის ბინადარი.

„მათ უნდათ შემოაბრუნონ ტერორი, მაგრამ ვერ შეძლებენ, რადგან არც ბოლშევიკებს, არც მენშევიკებს, ჩეკისტებს და არც ბოკერია-ვაშაძეს მომავალი არ აქვთ საქართველოში“,-განაცხადა გოგა ხაინდრავამ. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,026 ნახვა
%d bloggers like this: