უცხოური მედია

ხამენეიმ სამხედრო ბაზებზე იერიშს აშშ-სთვის სილის გაწნა უწოდა

Nusagi

გასულ ღამეს ჩვენ მათ სახეში სილა გავაწანით – ამის შესახებ ირანის უზენაესნა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ  აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიშის შეფასებისას განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისი  განმარტებით, გასულ ღამეს განხორციელებული საჰაერო შეტევები ამერიკისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო, თუმცა, როდესაც საქმე ეხება კონფრონტაციას, მსგავსი სამხედრო ქმედებები საკმარისი არ არის.

ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშის შედეგად არანაკლებ 80 „ამერიკელი ტერორისტი“ დაიღუპა, ხოლო ბაზაზე განთავსებული ვერტმფრენები და სხვა აღჭურვილობა ძალინ დაზიანდა. 

ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსანი წარმომადგენლის განცხადებით, ირანი მზადაა იერიში კიდევ 100 ამერიკულ ობიექტზე მიიტანოს, თუ ვაშინგტონი საპასუხო ზომების მიღებას გადაწყვეტს.

როგორც ირანში განაცხადეს, ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს. ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განცხადება გაავრცელა და აშშ- მოუწოდა, თავი შეიკავოს საპასუხო ნაბიჯებისგან.  

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,061 ნახვა
%d bloggers like this: