უცხოური მედია

Twitter-ის მომხმარებლები „ვარსკვლავური ომებით“ შთაგონებულ გამოწვევაში ჩაებნენ

Nusagi

Twitter-ის მომხმარებლები „ვარსკვლავური ომების“ მე-9 ეპიზოდის „სქაიუოქერის აღზევების“ ერთ-ერთი ეპიზოდი გამოწვევად აქციეს.

საუბარია ფილმის ერთ-ერთ ფინალურ სცენაზე, ამიტომ თუ სურათი ჯერ არ გინახავთ, სპოილერებს უფრთხილდით. 

კერძოდ, ჯედაიდ რეი ძალის მეშვეობით სინათლის მახვილს თავის მოკავშირე ბენ სოლოს გადასცემს, რომლის როლსაც ადამ დრაივერი ასრულებს. სოლო, რომელიც ფილმში კაილო რენის სახელითაც არის ცნობილი იარაღს ეფექტურად იღებს და მოწინააღმდეგეებს ბრძოლაში იწვევს.

სცენამ მაყურებლებზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მათ გამოწვევა #BenSoloChallenge წამოიწყეს.

თუმცა გამოწვევის მონაწილეები მხოლოდ სინათლის მახვილებით არ შემოიფარგლნენ და მახვილების ნაცვლად კოკა-კოლის ქილების, თორის უროს და ადამ დრაივერის მუყაოს ფიგურების გამოყენება დაიწყეს. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,776 ნახვა
%d bloggers like this: