მედიცინა

რა უნდა იცოდეთ, თუ დიდი ხნის მწეველი ხართ და გადაწყვიტეთ, სიგარეტს თავი დაანებოთ

Nusagi

ალბათ ფიქრობთ, რომ სიგარეტისთვის თავის დანებებას უკვე აზრი აღარ აქვს, რადგან თქვენს ორგანიზმს ზიანი უკვე მიადგა და არ ღირს  ნერვების ტყუილად მოშლა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს ორგანიზმს შესანიშნავი თვითმკურნალობის თვისება აქვს, რომელიც ბოლო ღერის მოწევიდან უკვე ნახევარ საათში იწყებს დაზიანებული ორგანიზმის აღდგენას.

აი რა ცვლილებები ხდება თქვენს ორგანიზმი დანებებიდან უმოკლეს დროში:

ერთი საათის შემდეგ თქვენი პულსი იწყებს შენელებას.


ბოლო ღერის მოწევიდან სულ რაღაც ერთ საათში თქვენი გულისცემა ნელდება და ნორმალურისკენ დაბრუნებას იწყებს, ასევე ნორმალიზებას იწყებს არტერიული წნევა და სისხლის მიმოქცევა.

8 საათის შემდეგ ორგანიზმში არსებული ნახშირბადის მონოქსიდი (მხუთავი აირი) და ნიკოტინი უკვე განახევრებულია.

მხუთავი აირების და ნიკოტინის განახევრებას შეიძლება მოყვეს მცირედი აღგზნება და ეიფორია, რადგანაც ტვინს მიეწოდება ის ჟანგბადი რომელიც ამდენი ხნის მანძილზე აკლდა. ასევე იმატებს სიგარეტის მოთხოვნილება, მაგრამ როგორც წესი, ის ტალღობრივად მოდის და 10 დან 15 წუთამდე გრძელდება, ამიტომაც საჭიროა შეძლოთ და ეს 15 წუთი ყურადღება გადაიტანოთ რაიმე სხვაზე.

24 საათის შემდეგ მკვეთრად მცირდება გულის შეტევის რისკი და წნევა ნორმას უბრუნდება.

თუ დღეში 1 კოლოფზე მეტს ეწეოდით, მაშინ თქვენ ინფარქტის ორჯერ უფრო მეტი რისკის ქვეშ იყავით, 2 დღის შემდეგ აღდგება გემოს და სუნის აღქმის უნარი. შეატყობთ რომ გემოებს და სუნებს უფრო მკვეთრად აღიქვამთ, რადგან ნერვულმა დაბოლოებებმა დაიწყეს გაჯანსაღება. შეიძლება გაჩნდეს შეგრძნება, რომ თავიდან განიცდით რაღაც ემოციებს. ეს ასევე ყველაზე რთული დროა, რადგანაც ნიკოტინი უკვე თითქმის მთლიანად გამოსულია ორგანიზმიდან და იწყება მკვეთრი მოთხოვნილება.

3 დღის შემდეგ თქვენი ფილტვები იწყებს აღდგენას და გააგრძელებს ამას კიდევ რამოდენიმე თვე. იგრძნობთ მოზღვავებულ ენერგიას და შეატყობთ, რომ სუნთქვა ბევრად გიადვილდებათ, აღარ იღლებით ისე ადვილად, როგორც ადრე.

ერთი კვირის შემდეგ ნორმას უბრუნდება არტერიული წნევა.

არტერიული წნევა დაბლა იწევს, რაც ამცირებს ინსულტის და გულ-სისხლძარღვების დაავადებების რისკს. ორი კვირის შემდეგ მთლიანად აღდგება სისხლის მიმოქცევა: სისხლი უკეთესად მიეწოდება პერიფერიებს, რაც აუმჯობესებს სექსუალურ აქტივობას და ამცირებს მამაკაცებში იმპოტენციის რისკს. ასევე იკლებს ხველა, რადგან უმეტესი მავნე ნივთიერებები ფილტვებიდან უკვე გამოსულია.

3 თვის შემდეგ: თქვენი კანის ფერი უმჯობესდება .


1 წლის შემდეგ: კბილების ფერი იცვლება და უფრო თეთრი ხდება.

თუ ერთი წლის განმავლობაში ერთ სიგარეტსაც არ მოწევთ, ქრება მწეველისთვის დამახასიათებელი ნიშნები- ხელებზე თუთუნის კვალი, კბილზე ნადები კი, ფერმკრთალდება. სტომატოლოგთან გაწმენდის შემდეგ კბილები აღარ ყვითლდება, ღრძილებში სისხლის მიმოქცევა კი, ნორმის ფარგლებს უბრუნდება. 

15 წლის შემდეგ კიბოს რისკი ნორმალურ მაჩვენებლამდე მცირდება.

წლებთან ერთად ასევე იკლებს სხვადასხვა დაავადებების ალბათობა. ასევე, 5 წელში ინსულტის რისკის მაჩვენებელი ნორმას უბრუნდება, 15 წელიწადში კი, სიმსივნის განვითარების ალბათობა ისეთივეა, რაც არამწეველ ადამიანებში.  

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,449 ნახვა
%d bloggers like this: