უცხოური მედია

უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო

Nusagi

უკრაინული თვითმფრინავი, რომელმაც ირანში კატასტროფა განიცადა, ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.

“გვაქვს დაზვერვის მონაცემები მრავალი წყაროდან, ჩვენი მოკავშირეებისა და საკუთარი დაზვერვის ჩათვლით. მტკიცებულებები მიგვანიშნებს, რომ თვითმფრინავი ირანულმა მიწა-ჰაერი ტიპის რაკეტამ ჩამოაგდო,“- განაცხადა ტრიუდომ.

მისივე თქმით, კანადის მთავრობა არ მოისვენებს, სანამ არ მიაღწევს „გამჭირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართალს.“

მანამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა საზენიტო რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო.

The New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ არტყამს თვითმფრინავს ირანული რაკეტა თეირანის აეროპორტთან ახლოს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,847 ნახვა
%d bloggers like this: