ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე: C ჰეპატიტის მკურნალობა 58 000 ადამიანმა დაასრულა, ეს ჩვენი მედიცინის უზარმაზარი მიღწევაა

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა 58 000 ადამიანმა დაასრულა, 98,7 % განკურნების ეფექტით.

გამყრელიძის ინფორმაციით, ამ კუთხით საქართველო განიხილება როგორც სამოდელი ქვეყანა მსოფლიოში.

“ეს გახლავთ საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა, რადგან მკურნალობაში ჩართულ 65 000 ადამიანს, მათ შორის, ვინც დაასრულა, საუბარია 58 000-ზე, აღარ განუვითარდება ღვიძლის კიბო, აღარ განუვითარდება ღვიძლის ცეროზი და იცოცხლებს დაახლოებით 15-20 წლით მეტს, ვიდრე ეს დაავადებები რომ განვითარებულიყო”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,459 ნახვა
%d bloggers like this: