უცხოური მედია

CNN თბილისზე: გაიცანით ქალაქი სადაც შობა-ახალ წელს შესანიშნავად გაატარებთ

Nusagi

CNN-მა თბილისური შობა-ახალი წლის შესახებ სტატია მოამზადა. მასალაში, რომელიც ახალი წლის აღნიშვნის ქართულ ტრადიციებს ეხება, ტურისტებს საქართველოს დედაქალაქში ჩასვლისა და ისტორიული ქალაქის კულტურისა და ტრადიციების გაცნობისკენ მოუწოდებენ.

CNN-მა თბილისური შობა-ახალი წლის შესახებ სტატია მოამზადა. მასალაში, რომელიც ახალი წლის აღნიშვნის ქართულ ტრადიციებს ეხება, ტურისტებს საქართველოს დედაქალაქში ჩასვლისა და ისტორიული ქალაქის კულტურისა და ტრადიციების გაცნობისკენ მოუწოდებენ.

„საქართველოში მართლმადიდებლური ტრადიციის გამო შობა-ახალი წლის დღესასწაული დიდხანს გრძელდება და ამიტომ ეს ქვეყანა იდეალური ადგილია დღესასწაულის გასაგრძელებლად. თუ არ ხართ მზად, დაემშვიდობოთ საშობაო განწყობას, ჯადოსნურ ბრწყინვალებას, ქუჩის გემრიელ საკვებსა და სადღესასწაულო ხმაურს, თბილისი თქვენთვის იდეალური ადგილი იქნება.

თბილისში მკვეთრად ევროპული გარემოა და ეს შესანიშნავი ამბავია ადამიანებისთვის, ვისაც სურს იანვრის შუა რიცხვებამდე იზეიმოს. ამისთვის შესანიშნავი ადგილი ორბელიანისა და რესპუბლიკის მოედნებია, სადაც საშობაო ბაზრობებია მოწყობილი. მთელი ქალაქი სადღესასწაულო განათებით არის გაბრწყინებული. ეს არის ძალიან ლამაზი და ექსტრავაგანტური სანახაობა, რითაც თბილისს შეუძლია იამაყოს.

საახალწლო თემა თბილისში წელს კოსმოსური სივრცე იყო და ქალაქი ჩვენი გალაქტიკისა და მზის სისტემის ილუმინაციებით განათდა. ძალიან ლამაზია საახალწლო ნაძვის ხეც, რომელიც ქალაქში ყველაზე მაღალია და რესპუბლიკის მოედანზე დგას. ამავე მოედანზე იმართება საახალწლო კონცერტები, რომელშიც ასობით არტისტი მონაწილეობს. 

ახალ წელი თბილისში ეფექტური ფოიერვერკით აღნიშნეს. განსაკუთრებით საინტერესო და შესანიშნავი კი ბედობის დღის ტრადიციაა, რომელიც 2 იანვარს აღინიშნება. დღესასწაულის ყველაზე გემრიელი ნაწილი ტრადიციული ქართული კერძებია, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. გაიცანით ქალაქი, სადაც შობა-ახალ წელს შესანიშნავად გაატარებთ, მით უმეტეს, რომ ეს ადგილი ევროპის დიდი ქალაქების უმრავლესობიდან არც თუ ისე შორსაა. ჩადით ქალაქში, რომელმაც იცის დღესასწაულების აღნიშვნა“, – ნათქვამია სტატიაში.

25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს მერია პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე იწვევს. ორივე მოედანზე ამ პერიოდში საბავშვო-გასართობ, მრავალფეროვან ღონისძიებებს წარმოადგენენ.

25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს მერია პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე იწვევს. ორივე მოედანზე ამ პერიოდში საბავშვო-გასართობ მრავალფეროვან ღონისძიებებს წარმოადგენენ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,172 ნახვა
%d bloggers like this: