პოლიტიკა

20 ივნისს ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა, ახლა ნაცმოძრაობა ყველაფრისთვის მზად არის

Nusagi

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისს ეს ხელისუფლება დამხობის პირას იყო, მაგრამ მომენტი ხელიდან იქნა გაშვებული. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა „მთავარი აქცენტების“ ეთერში ნიკა გვარამიასთან საუბრისას განაცხადა. 

„ივანიშვილი წკიპზე იყო, 20 ივნისს ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. ჩემი აზრით მომენტი გაშვებულ იქნა, ეს არ იყო შეთქმულება, ივანიშვილი საკუთარ თავს თვითონ ამხობდა“.,-განაცხადა მან.

გვარამიას კითხვაზე, როგორ ამხობდა ივანიშვილი თავის თავს, სააკაშვილმა უპასუხა, რომ „თავისი თავხედობით მან ხალხის პროვოცირება მოახდინა“. 

„ახლა უკვე მივხვდით, რომ ამის უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ნაციონალური მოძრაობა ყველაფრისთვის მზადაა, მე პირადად, მზად ვარ, თავი შევწირო ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,978 ნახვა
%d bloggers like this: