ხელოვნება და კულტურა

ეროვნული კინოცენტრი ქართული ფილმების კატალოგის პრეზენტაციას გამართავს

დღეს, 14 იანვარს, 18:30 საათზე, ბარში “პოლიტიკა” ეროვნული კინოცენტრი გამართავს ქართული ფილმების ახალი კატალოგის პრეზენტაციას. ასევე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე შეაჯამებს განვლილ 2019 წელს და ისაუბრებს კინოცენტრის 2020 წლის გეგმებზე.
ღონისძიებას კინოსექტორისა და ეროვნული კინოცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. 

Facebook Comments