Advertisements
კულინარია

იაპონიის 1000-მდე სწრაფი კვების ობიექტში ქართული შქმერული გაიყიდება

იაპონიაში ქართული კერძი – დაფასოებული შქმერული გაიყიდება. ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, შქმერულს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სწრაფი კვების ქსელი “მაცუია” გაყიდის. 

“დღეიდან იაპონური სწრაფი კვების ქსელ მაცუიას ათასამდე ფილიალში გაიყიდება ქართული კერძი, შქმერული. აღსანიშნავია, რომ ყველა ფილიალში გამოაკრეს პოსტერი, რომელზეც დატანილია საქართველოს რუკა, დროშა და ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაცია”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Facebook Comments
Advertisements