პოლიტიკა

როგორ შეიძლება, ებრაელს, რომელიც ჰოლოკოსტს იხსენებს, უთხრა, რაღა დროს ჰოლოკოსტიაო

Nusagi

როგორ შეიძლება, ებრაელს, რომელიც სადმე ხედავს ანტისემიტიზმს, ნაცისტურ გამოვლინებებს და იხსენებს ჰოლოკოსტს, უთხრა, რაღა დროს ჰოლოკოსტიაო. როგორ შეიძლება შავკანიანს, რომელიც იხსენებს საუკუნეების მანძილზე გამოვლილ ჩაგვრას, უთხრა, რაღა დროს მონობის და სეგრეგაციის გახსენებააო,-ასე პასუხობს კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია ოპოზიციის გამონათქვამს – „რაღა დროს 9 წლის გახსენებაა“.

მისი თქმით, ეს ფრაზა არის შეურაცხყოფა ყველა იმ ადამიანის, ვინც საკუთარ თავზე, ოჯახზე და მეგობრებზე გამოსცადა ნაციონალური მოძრაობის 9-წლიანი მმართველობა.

“რაც ებრაელებისთვის არის საკონცენტრაციო ბანაკები, რაც შავკანიანებისთვის არის ხეზე ჩამომხრჩვალი ბებია-ბაბუები, ის არის ნაციონალური მოძრაობის 9-წლიანი მმართველობა ქართველისთვის. ადამიანს საკუთარი მეხსიერება ქმნის. საზოგადოებას კი, კოლექტიური მეხსიერება ეხმარება ჩამოყალიბებაში. ეროვნული მეხსიერება, რომელიც ინახავს ისტორიას თავისი გამარჯვებებითა და დამარცხებებით. ანალოგიურად, სოციალური მეხსიერების ნაწილია. ნაციონალური მოძრაობის მმართველობა საჭიროა, ეროვნულ მეხსიერებაში ჩაიბეჭდოს, რათა თავიდან აგვაცილოს იგივეს განმეორების ტრაგიკული შესაძლებლობა. მაგალითად, 2005 წელს გერმანიის მაშინდელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ებრაელთა მასობრივი ჟლეტა  გერმანელი ერის იდენტობის ნაწილია, რომ  ომის შემდგომ დაბადებულმა თაობამ მშვენივრად უწყის ამის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, აქვთ ვალდებულება, რომ შეინახონ და თაობებს გადასცენ ამ ტრაგიკული პერიოდის შესახებ, რათა უზრუნველყონ უკეთესი მომავლის კონსტრუირება“,-აცხადებს ბაჩო ოდიშარია.

მისივე თქმით, საქართველოში არის 2000-იანი წლების ახალი თაობა, ახალი ელექტორალური და ნაწილობრივ პოლიტიკური კლასი, რომელსაც არ ახსოვს სისხლიანი 9 წელი და ბევრი ოდიოზური ფიგურის მრავალმხრივი მეცადინეობის შედეგად, გაზვიადებულადაც ეჩვენება ამაზე საუბარი.

„მათ დროს სახელმწიფო ჩინოვნიკებს არ მოუკლავთ გირგვლიანი, არ უნახავთ სისტემური წამების ამსახველი კადრები საინფორმაციო გამოშვებებში. არ უნახავთ ჩინოვნიკების მიერ დაობლებული ოჯახები მიტინგებზე, არ უნახავთ შეთითხნილი ბრალდების გამო, მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ გამოსული მეგობრები, რომლებიც ვერ ბედავენ ისაუბრონ , რა გადახდათ ციხეში და თავისუფლებაზე მყოფნი თვითმკვლელობას ცდილობენ. 90-იანი წლების თაობას ეს ყველაფერი ნანახი აქვს, ახსოვს მისი შემოქმედებიც, რომლებიც 9 აპრილს ადარებენ 18 ნოემბრის დაშლას, რომლებიც წამებას უწოდებენ რამდენიმე საათით გადაწეულ სასამართლო მოსმენას, რომლებიც უტიფრად აცხადებენ, რომ ქვეყანაში ჩახშულია თავისუფლება, თავად კი, ყველა ტელევიზიის მიმთვისებელნი, ახლა კრიმინალების ფულებით ხსნიან ტელევიზიებს, საიდანაც ძალიან მარტივად ავრცელებენ სიცრუეს, მანიპულირებენ ფაქტებით და აგინებენ ყველას, ვინც არ მოწონთ“,-აცხადებს ბაჩო ოდიშარია.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,056 ნახვა
%d bloggers like this: