“კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვეშში რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუდმა დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა მათ, რომ ადგილობრივ მოსახლოებას თავისუფალი გადაადგილების უფლება მისცენ.
“ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები და მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება”, – აღნიშნა რუდმა.
რუდი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით გარემონტებული სკოლის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
Facebook Comments