რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა რუსეთის ფედერაციული საგადასახადო სამსახურის უფროსს, მიხეილ მიშუსტინს შესთავაზა. ამის შესახებ კრემლის პრეს-სამსახური იუწყება.
„პრეზიდენტმა მიხეილ მიშსტინთან სამუშაო შეხვედრა გამართა და შესთავაზა მთავრობის მეთაურის პოსტი. მიიღო რა თანხმობა, მან მიშუსტინის კანდიდატურა სახელმწიფო დუმაში წარადგინა“,-ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მედვედევის მთავრობა დღეს მთელი შემადგენლობით გადადგა.
Facebook Comments