საზოგადოება

ჩვენ, ციცის მეგობრები მზად ვართ, საკუთარი ხელებით დავიცვათ გამოსახლებისგან, ვერაგი მევახშეებისგან!

Nusagi

სოციალურ ქსელის მომხმარებლები ვერა-ციცინო ხარაბაძის დასახმარებლად ერთიანდებიან.

მევახშეების თაღლითობის მსხვერპლმა ქალმა რამდენიმე წლის წინ თავის დაწვა სცადა, თუმცა დროული სამდეიცინო დახმარების წყალობით, გადარჩა. დღეს ის იგივე საშიშროების წინაშე დგას.

ციცინო ხარაბაძის მეგობრები აცხადებენ, რომ მზად არიან, ის საკუთარი ხელით დაიცვან გამოსახლებისგან.

„რამოდენიმე დღის წინ დავწერეთ პოსტი ციციზე. ციცი არის ადამიანი ვისაც არასოდეს დაუხევია ბრძოლაში უკან და ყველას დასაცავად ნებისმიერ დროს არის მზად! ციცის ჯანრმთელობა შეიწირეს უსინდისო თაღლითმა მევახშეებმა! (წინა მთავრობის დროს).

რამდენიმე დღის წინ მოვიდა აღსრულების ბიუროდან გამოსახლების ცნობა, თუმცა რადგან თანხა არის ძალიან დიდი და დრო საკმაოდ ცოტა, ამიტომ საჭიროა დღეიდან დავიწყოთ და ერთად გადავარჩინოთ ციცი იმისგან რასაც რამოდენიმე წლის წინ უფლის წყალობით გადაურჩა! სიცოცხლისთვის ბრძოლაა საჭირო, ციცის სიცოცხლისთვის რომელსაც აღარაფერი დარჩა და მზად არის თავი შეაკლას ამ ხალხს.

მის გვერდით ვართ მისი მეგობრები რომლებიც აუცილებლად ნებისმიერ დროს მზად ვართ ჩავიდეთ ქუთაისში და საკუთარი ხელებით დავიცვათ გამოსახლებისგან! პირადად მე ჩავალ აუცილებლად და ვებრძოლებ ვერაგ, უსირცხვილო და ხალხის გამყვვლეფავ დამნაშავე მევახშეებს! ძალიან ბევრი ვეხვეწეთ ციცის გაეხსნა ანგარიში, როგორც იქნა გუშინ დავითანხმეთ და მინდა საჯაროდ დავდო, მერე ვაპირებ პატარა ჯგუფის გაკეთებას სადაც დავემატებით ყველა და ვიზამთ ძალიან მაგარ საქმეს! პ.ს. მათ გასაგონად ვისაც ციცის ლექსიკა არ მოგწონთ, ჯვარი გწეროათ გადაიტანოთ ის რაც მან გადაიტანა, ამიტომ გთხოვთ, ყველამ თავის ზრდილობას მიხედოს.

თემა მეორე-ვალს რომ აიღებს და გადახდა უნდა ვიცით, ციციმაც იცის, იხდიდა და ბოლოს ისევ ამ უსინდისო მევახშეების თაღლითობის გამო შეექმნა პრობლემა! დახმარების ხელს ვუწვდით ერთმანეთს ქართველები, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვისიანია, როცა დახმარებაა საჭირო არასოდეს ვკითხულობ ვისისტია, ამიტომ გთხოვთ ამას შეხედოთ ადამიანურად და არა მტრულად!

GE28BG0000000162288387 საქ ბანკი, მიმღები: ვერა ხარაბაძე “,-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,776 ნახვა
%d bloggers like this: