საზოგადოება

NDI- გამოკითხულთა 20 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 13 პროცენტი – „ნაციონალურ მოძრაობას“

Nusagi

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 14 პროცენტი პასუხზე უარს აცხადებს, კიდევ 14 პროცენტი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს გამოკითხულთა 13 პროცენტი, 12-მა პროცენტმა არ იცის.

„ევროპულ საქართველოს“ ასახელებს რვა პროცენტი, ხუთი – „ლეიბორისტულ პარტიას“, ოთხი – „პატრიოტთა ალიანსს“; „პოლიტიკურ პლატფორმა – ახალ საქართველოსა“ და „დემოკრატიულ მოძრაობა – ერთიან საქართველოს“ სამ-სამი პროცენტი; „გირჩს“ – ორი პროცენტი, ხოლო სხვა პარტიებს ასევე ორი პროცენტი.

კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას, 39 პროცენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს, ხოლო სამმა პროცენტმა არ იცის.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასეთია: „არც ერთი პარტია“ – 20 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 19 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)“ – 13 პროცენტი, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – შვიდი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ექვსი პროცენტი,  „პატრიოტთა ალიანსი“ – ხუთი პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“ – ოთხი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ – სამი პროცენტი, „გირჩი“ – ორი პროცენტი, თავისუფალი საქართველო – ერთი პროცენტი, სხვა – ერთი პროცენტი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,090 ნახვა
%d bloggers like this: