საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.
კერძოდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმად, შესაძლოა, გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დატოვოს.
„ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ „დაგასპოილეროთ?“ დაელოდეთ ფინალურ სერიას. მთავრობის სხდომა მაქვს და ცოტა მეჩქარება“, – განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.
Facebook Comments