ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე მეოთხედ დამარცხდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა კიდევ ერთი მარცხი იწვნია.

ქართველი სუმოისტის მეტოქე ბაშოს ლიდერი, დასავლეთის მე-4 მაეგაშირა შოდაი იყო, რომელმაც ბრძოლა იორიკირის ილეთით მოიგო.

მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე ლევან გორგაძის ბალანსი 2:4-ია. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელთანაც გორგაძემ 7-ჯერ გამარჯვება იზეიმა და 10-ჯერ დამარცხდა.

Facebook Comments

ახალი დადებული