სამართალი

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა

Nusagi

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

ვახტნგ რობაქიძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც  ხულიგნობას გულისხმობს. მსგავსი ქმედება გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცმულობას და უხეშად არღვევს საზოგადებრივ წესრიგს ჩადენილი ძალადობის მუქარით.

მას ასევე ბრალი წარედგინა სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით რაც გულისხმობს, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და მუქარას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 14 იანვარს ბაკურიანში, 25-იანებში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,100 ნახვა
%d bloggers like this: