ხელოვნება და კულტურა

კირი – ქაღალდით ფიგურების გამოჭრის ხელოვნება

Nusagi

თეთრი ქაღალდი და მაკრატელი- სულ ეს არის, რაც იაპონური ხელოვნების, კირის ოსტატებს შედევრის შექმნისთვის სჭირდებათ. 

ამ ტიპის ხელოვნების ვარიაციები მსოფლიოში ყველა კულტურაში არსებობს, მაგრამ იაპონური ვერსია დაფუძნებულია რელიგიურ ცერემონიებზე და ჩ.წ.ა.  მე-6 საუკუნიდან  გვხვდება.

მხატვარი მასაიო ფუკუდა კირს უკვე 25 წელია მისდევს, ცოტა ხნის წინ კი, მან თავისი ყველაზე მსხვილი შედევრი შექმნა. ერთი შეხედვით, ფუკუდას რვაფეხა თითქოსდა ქაღალდის რამდენიმე ფენისგან შედგება, თუმცა მხატვარს ტრადიცია არ დაურღვევია და ქაღალდის მხოლოდ ერთი ფურცელი აქვს გამოყენებული.

კირის ხელოვნება ჩინეთიდან მოდის, თუმცა სწორედ იაპონიაში მიაღწია უმაღლეს მწვერვალებს.

მხატვარი კირი კენი, რომელიც ფსევდონიმით „მჭრელი ხმალი“ ( Cutting Sword) მუშაობს, ქაღალდის გამოსაჭრელად მხოლოდ ერთგვარ დანას იყენებს და ისეთ საოცარ შედევრებს ქმნის, რომ პატარა, სველი ორგანიზმების ასოციაციას იწვევს.  მის შემოქმედებაში მრავლადაა ზღვის ფაუნის წარმომადგენლები, თუმცა არაჩვეულებრივად გამოსდის ქალისა და მამაკაცის სილუეტებიც.


Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,084 ნახვა
%d bloggers like this: