გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვარს საქართველოში გამოიდარებს.
ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა ბარში ზოგან -8 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში კი ტემპერატურა ღამის საათებში -2 -4 გრადუსამდე შემცირდება. ნალექი მოსალოდნელი არ არის.
19-20 იანვარს ისევ მოიღრუბლება და მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახითაა მოსალოდნელი და შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს.
Facebook Comments