ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა გამარჯვება მოიპოვა

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის, ჰაცუ ბაშოს მეშვიდე დღეს ლევან გორგაძემ გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი ჰატატიკომის ილეთით დაამარცხა.

შვიდი ბრძოლის შემდეგ 32 წლის ქართველი სუმოისტის ანგარიშზე 3 მოგება და 4 წაგებაა. მომდევნო შეხვედრას ტოჩინოშინი ხვალ, ტაკანოშოსთან გამართავს.

დაკარგული ოძეკის წოდების დასაბრუნებლად, ლევან გორგაძეს ზედიზედ სამ ბაშოზე 33 ბრძოლის მოგება სჭირდება.

Facebook Comments

ახალი დადებული