რელიგია

აჭარაში ნათლისღება აღნიშნეს

ბათუმში ნათლისღება ზღვაში შესვლით აღნიშნეს. სასულიერო პირებმა ზღვა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ.

ზღვაში შთაფვლის რიტუალი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის ინიციატივით რამდენიმე წელია სრულდება. მორწმუნეები ზღვაში სადღესასწაულო წირვის შემდეგ შედიან.

სადღესასწაულო წირვა აჭარაში მოქმედ ყველა ტაძარში ჩატარდა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, სადაც წირვა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.

ზღვის სანაპიროზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni